დღეს ლანჩხუთის ქალთა გუნდმა სტუმრად ხობის “კოლხეთი” დაამარცხა.
ლანჩხუთელმა ციცებმა მეტოქეს 3:0 სძლიეს და ქალთა ლიგის გამარჯვებული გახდნენ.
“კოლხეთის” კარში პირველი გოლი ჭყონიამ მე-20 წუთზე გაიტანა, რასაც 21-ე წუთზე ბაქრაძის გოლი მოჰყვა. მატჩის 62-ე წუთზე კი მეტოქის კარში ჭყონიამ კიდევ ერთი გოლი შეაგდო.