ჩოხატაურის ქუჩებში (და არა მხოლოდ ჩოხატაურის) ცხენების სიმრავლე ახალი ამბავი არ არის.
ცხენები უმეთვალყურეოდ მიტოვებული არიან ახლაც, ზამთრის ამ სუსხიან დღეებშიც.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჩოხატაურელი გაგა ყაჭეიშვილი წერს და ფოტოებს ავრცელებს.
რა არი ეს? უამრავი ცხენია გზებზე მკვდარი ან მომაკვდავი. გაყინული. რატომ არ უვლით თქვენს ცხენს, თქვე არასწორებო. ამ ამინდში ცხენს ადამიანი გარეთ დატოვებს? ქუჩა-ქუჩა ყრია ცხენების ლეში და ტრაქტორები დაათრევენ თოვლთან ერთად. გავრცელდება უამრავი დაავადება.