ბათუმში გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს. შემთხვევა კობალაძის ქუჩაზე მოხდა. ინფორმაციას ajaratimes ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ამბობენ, რომ ექიმებს კაცი ადგილზე უგონო მდგომარეობაში დახვდა.
გარდაცვლილი თურქეთის მოქალაქეა. ამ ეტაპზე უცნობია შემთხვევის სხვა დეტალები, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.