ამ წუთებში, ხანძარია ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყულევში.
როგორც ადგილდან “გურია ნიუსს”აცნობეს, ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია.
” ტერმინალს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი, ასევე, უსაფრთხოების მიზნით, რკინიგზის სახანძრო მატარებელი. მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები”,_განუცხადეს “გურია ნიუსს” საგანგებო მართვის სამსახურში.