“პრეზიდენტის შვილის მიერ გაკეთებული განცხადება საკმაოდ ხმამაღალია, ამიტომ მნიშვნელოვანია გამოძიება დროულად და ობიექტურად ჩატარდეს” _ ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტის ქალიშვილის, ანა მარგველაშვილის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის ოჯახის ახლობლებს დევნიან.
“პრეზიდენტის შვილმა მართლაც ხმამაღალი განცხადება გააკეთა. რაც შეეხება გამოძიებას, რომელიც დაწყებულია კონკრეტულად ამ საქმეზე, ჩვენ მივადევნებთ თვალს და იმედი მაქვს, რომ ეს გამოძიება დროულად, ობიექტურად დასრულდება. ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ თითოეულ განცხადებას, რომელიც პრეზიდენიტს ოჯახიდან მოდის”, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.