ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ჭანიეთის თემის სოფელ ქაქუთში ერთ-ერთი ოჯახი გაქურდეს.
სახლიდან წაღებულია ძველი, ადრეული წლებში გამოშვებული ტელევიზორი და საცელავი აპარატი.
ადგილზე იმყოფებოდნენ ოზურგეთის პოლიციის წარმომადგენლები. ჯერჯერობით, სავარაუდო დამნაშავე არ არის დაკავებული.
როგორც მეზობლები ამბობენ, ოჯახის პატრონი ზაფხულობით ჩამოდის დედაქალაქიდან. სახლს ყურადღებას არ აკლებენ უახლოესი მეზობლები, თუმცა ქურდობა მაინც მოხდა.
_საცელავი აპარატიც გააყოლეს ხელს. ნამეტანი „მუშა“ კაცის ნამოქმედარია. საგაზაფხულო სამუშაოები იწყება და მოიმარჯვა ცელი. როგორ არ რცხვენიათ. ამას ხომ ძალიან შორიდან მოსული არ ჩაიდენდა, _ გაბრაზებული საუბრობენ მეზობლები.
ავტორი