გორის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის პოლიციის მიერ ჩატარებული ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად 5 პირი დააკავეს.
დაკავებულებს ქურდული სამყაროს წევრობას ედავებიან. მათი დაკავება რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა.
ისინი ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული, მოგვიანებით კი რუსთავში გადაიყვანენ. ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიება 223 პრიმა მუხლით არის დაწყებული რაც „ქურდული სამყაროს“ წევრობას, „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობას ან „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერას გულისხმობს. დაკავებულთაგან რამდენიმე ნასამართლევია.