ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, ბუკიას ქუჩაზე სუპერმარკეტების ქსელის ,,მაგნიტის“ მაღაზია გატეხეს.
მძარცველებმა მაღაზია 3 იანვრის ღამეს გატეხეს, მოპარულია ორი ყუთი სიგარეტი. ასევე ქუთაისში, ისევ ავტოქარხსნის დასახლებაში ზურბა ჭავჭავაძის ქუჩაზე, 3 იანვრის ღამეს გატეხეს სუპერმარკეტების ქსელი ,,დეილიც“, საიდანაც დიდი რაოდენობით სიგარეტები და ალკოჰოლური სასმელებია წაღებული.
მძარცველებს სახეზე ნიღბები ეკეთათ და ისინი, სავარაუდოდ, არასრულწოვანები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
ავტორი