ქუთაისი-სამტრედიის გზაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა დაიწვა.
თვითმხილველებმა უთხრეს, რომ იმ დროისთვის ეკიპაჟს პაციენტი არ გადაჰყავდა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.
ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები. დამატებითი დეტალები უცნობია. ინფორმაციას მთავარიტვ ავრცელებს.