ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია ერთი ადამიანი, დაშავდა შვიდი.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ორ მანქანას დაეჯახა, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იყო მობილიზებული.
“მთავარს არხს” შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.
წყარო: მთავარიტვ