ქუთაისის აეროპორტში ჭერი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ასევე ძლიერი წვიმის გამო დატბორილია აეროპორტის შიდა ნაწილი. წყალი ასაფრენი სივრცის დარბაზში დგას.ამ დროისთვის, აეროპორტის თანამშრომლები შენობაში შესული წყლის გაწმენდას ცდილობენ.
წყარო: მთავარი არხი