ქუთაისში ცოფის 2 შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევა თაბუკაშვილისა და ბათუმის ქუჩაზე მოხდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თაბუკაშვილის ქუჩაზე პატრონიან ლეკვს, რომელსაც აცრა ჩატარებული არ ჰქონდა ცოფი გამოუვლინდა.
ასევე ცოფის შემთხვევა დაფისქრიდა ბათუმის ქუჩაზე, ინფიცირებულია მიუსაფარი ძაღლი. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია იმერეთის სამხარეო ადმინისტაციას მიწოდებული აქვს და შესაბამისად გამოცხადებულია კარანტინი.
სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებულია დაავაადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიც. მათი ცნობით კონტაქტი 18 ადამინთან დაფიქსირდა და მიმდინარეობს ვაქცინაცია.
“დაგვიდგინდა ორივე შემთხვევაში ცოფი, სახელმწიფო რწმუნებულს მივმართეთ და გამოაცხადა კარანტირი, როგორც თაბუკაშვილის ისე ბათუმის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩატარდა შესაბამისი დეზინფექცია.
ერთ-ერთი ძაღლი, რომელიც დაინფიცირდა თაბუკაშვილის ქუჩაზე პრომელსაც არ ჰქონდა ვაქცინაცია ჩატარებული. ” აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.
megatv.ge