ცოტა ხნის წინ, ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე სროლა იყო _ დაჭრილია ორი პირი.
“სკუტერით შემოვარდა ვიღაც და ორი ადამიანი დაჭრა. საშინელი ხმა იყო”, _ გვეუბნება თვითმხილველი.
ადგილზე პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.
პოლიცია “გურია ნიუსის” ჟურნალისტს მუშაობის საშაულებას არ აძლევს.
ჩვენი ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.































































