ქუთაისში ახალგაზრდა ქალი აბორტს ემსხვერპლა.
აბორტი მეორე სამშობიაროში, ექიმმა ირაკლი მერკვილაძემ გაუკეთა. ქალი უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს ინფექციურში თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გოგონას აბორტის საჭიროება ჰქონდა. “მეგა ტვ”-ის ინფორმაციით, გარდაცვლილ 33 წლის ქალს აბორტი, ციხიდან ახლახან გამოსულმა ექიმმა გაუკეთა. როგორც სააგენტო იუწყება, ქუთაისის #2 ახალი სამშობიაროს მთავარმა ექიმმა, ირაკლი მერკვილაძემ, ორწლიანი პატიმრობის შემდეგ საპყრობილე 2020 წლის იანვარში დატოვა. იგი სასჯელს , 22 წლის ვიოლეტა მატიონოვას გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის იხდიდა.
33 წლის გოგონას გარდაცვალებაში ოჯახის ახლობლები ექიმს ადანაშაულებენ.