ქუთაისში კოვიდინფიცირებული ორსული გარდაიცვალა. ინფორმაციას ტელეკომპანია „რიონი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კლინიკა ბომონდში კოვიდინფიცირებული პაციენტი 30 ივლისს მოთავსდა.
კლინიკის კლინიკური დირექტორის მამია ყიფიანის განცხადებით, პაციენტს შესვლისთანავე სუნთქვის მწვავე უკმარისობა და 19 ქულიანი პნევმონია აღენიშნებოდა და ყველანაირი მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.