მასშტაბური ხანძარი ქუთაისში – გუგუნავას ქუჩაზე საწარმო იწვის.
როგორც “ინფო იმერეთი” იუწყება, ცეცხლი და დაკვამლიანება იმდენად ძლიერია, რომ ხანძრის კერა ქალაქის სხვადასხვა ქუჩიდან ჩანს.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და მიმდინარეობს ქრობის პროცესი.
































































