ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქ ავტომობილში მყოფი პირი ადგილზე დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციითთ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო: მთავარი არხი