ქუთაისში უკრაინის მოქალაქეები გაქურდეს. წაღებულია 4 500 დოლარი, ოქრო და ძვირფასი ნივთები. მარიუპოლიდან დევნილების დროებითი საცხოვრებელი სახლი იმ დროს გაქურდეს, როდესაც დედას შვილი სკოლაში ჰყავდა წაყვანილი.
ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა სახლში შეღწევა კარის გატეხვის შედეგად შეძლეს. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდაცველები, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო: ინტერპრესნიუსი