დღეს საღამოს ქუთაისში კიდევ ერთხელ გაიხსენეს ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი.
პირველი დაბადების დღე აღნიშნეს კოლეგებმა და ქალაქის საზოგადოებრიობამ ამქვეყნიდან ნაადრევად წასული ახალგაზრდა ქალბატონი, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ჟურნალისტიკას, მისთვის უძვირფასეს პროფესიას და ქუთაისის სიყვარულს მიუძღვნა.
რადიო ,, ძველი ქალაქის” დამფუძნებელი ქეთი ბერძენიშვილი საზოგადოებას დაამახსოვრდა მისივე ცნობილი ფრაზით ,, ქუთაისი ვარ მე”.
ყოფილი პრესის სახლის გვერდით სკვერში დღეს საღამოს ქეთისთვის საგანგებოდ იყო მოწყობილი სივრცე, საიდანაც საყვარელი ჟურნალისტის ხმა, აუდიო ჩანაწერით მთელს ქალაქს ეფინებოდა.
დედამ, მეუღლემ, კოლეგებმა და ახლობლებმა გაიხსენეს ქეთი სწორედ იმ სკვერში, რომელსაც მომავალში მისი სახელი დაერქმევა.
ავტორი