თეთრი ყვავილი (წყლის სიმბოლო) – უმეტესად დაკავშირებულია სიფაქიზესთან, უმწიკლოებასთან, გულწრფელობასა და სიხარულთან.
წითელი ყვავილი (ცეცხლის სიმბოლო) – ზაფხულის და მზის ასოციაციას იწვევს. ეს არის მორცხვობის, ამავდროულად, ვნებიანობის, ძლიერების და გამჭრიახობის ფერი.
მწვანე ფოთლები (გაზაფხულის ფერი) – იმედის, ახალგაზრდობის, წარმატების სიმბოლოა.
ლურჯი (ჰაერი) – ესაა წრფელი ფიქრები, სიბრძნე, სუფთა გრძნობა, სულიერი ნათესაობა.
ყვითელი–ოქროსფერი – სიმდიდრის, წარმატების და დიდების, ამავდროულად, ორგულობის სიმბოლოა.
მაგრამ ყვავილების გამოცანა მათ სურნელშიც იმალება.
ია – მოკრძალების სიმბოლოა. იგი ყვავილებს პატარა ფოთლებში მალავს. გამორჩეულია სურნელებით. ძველ საბერძნეთში ია ათენას სიმბოლო იყო. ბერძნები ქალაქის კედლებთან იის ბაღებს აშენებდნენ, ყვავილებს პროდუქტის დასაშაქრად იყენებდნენ. XV-საუკუნეში მონასტრებში ამზადებდნენ იის სამკურნალო ნაყენს, რომელიც შველოდა უძილობას, მელანქოლიას და თავის ტკივილს, იის ყვავილ ყურში უდებდნენ პატარებს, რომ ტკბილად დასძინებოდათ. ეს ყვავილი შერიგების სიმბოლოცაა.
შროშანი – ძველად სჯეროდათ, დაკარგულ ბედნიერებას აბრუნებსო. ზოგი ხალხის რწმენით, შროშანის სურნელებას ძალუძდა ბულბულის ბუდიდან გამოტყუება და პატარძალთან მიყვანა, რაც ტკბილ და უშეოთველ ცხოვრებას უქადდა მომავალ ოჯახს. იმასაც ამბობენ, ეს ყვავილი ქრისტეს წამების დროს ღვთისმშობლის მიერ დაღვრილი ცრემლებიდან ამოიზარდაო. ამიტომ უწოდებენ მას ღვთისმშობლის ცრემლებსაც.
სუმბული – ერთგულებას დარაჯობს. თვალსაამო სანახავია ადრე გაზაფხულზე, იასამნისფერი სუმბულით მოხატული ტყის პირები. ამ საოცრად ნაზი ყვავილის სურნელი მდგრადია, როგორც წრფელი სიყვარული.
მიმოზა – სიკეკლუცისა და მომხიბვლელობის სიმბოლოა. თუ ქალი ვაჟს მიმოზის ტოტს აჩუქებდა, ეს ნიშნავდა, რომ იგი თანახმა იყო, ცოლად გაჰყოლოდა. აყვავებული მიმოზა ჰაერს საამო სურნელით ავსებს და თვალს ნათელი, მზის ფერებით ახარებს.
ჟასმინი – ვნებიანი სურნელის სიმბოლოა. “ჟას”- არაბულად იმედგაცრუებას ნიშნავს, ხოლო “მინ”- მწუხარებას.