ქალთა საერთაშორისო დღეს ქალაქ ოზურგეთში ყვავილების სიმრავლე იყო. ამ დღეს ყველაზე მეტად იყიდება ყვავილები.
“გურია ნიუსი“ ასეთი დიალოგის მომსწრე გახდა.
_ რა ღირს ყვავილი.
_ თაიგული 1 ლარი. – რატომღაც ეს ფასი არ აღმოჩნდა ახალგაზრდა კაცისთვის მისაღები და გზას გაუდგა. ყვავილების გამყიდელმა კი მას უფასო შესთავაზა თაიგული.
“გაჩუქებ ბებია თუ არ გაქვს. მეტი რა ვქნა, მეც ძალიან მიჭირს.“ _ ეს ქალბატონო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი აღმოჩნდა( ლ.ჩ.-ძე), რომელიც მხოლოდ 8 მარტს ყიდის ყვავილებს.
“ყოველდღე არ დავდივარ, მხოლოდ 8 მარტს გამოვდივარ. რა ვქნათ, მეტი გამოსავალი ვერ ვნახე და პურის ფულს ასე გავაკეთებ დღეს. ძალიან უჭირს ხალხს.“ – გვითხრა ლ.ჩ.-ძემ.
“გურია ნიუსი“ გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რომელიც ქალაქ ოზურგეთში ქუჩებშია გადაღებული.