ამერიკის შეერთებული შტაბების მიერ, ავღანეთში, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების მიერ კონტროლირებული გვირაბებისკენ ჩამოგდებულმა ე.წ. “ყველა ბომბის დედამ” ტერორისტული დაჯგუფების 36 მებრძოლი იმსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ბომბმა ISIS-ის ოთხი მიწისქვეშა გვირაბი გაანადგურა.
ავღანეთის თავდაცვის მინისტრი CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ დაბომბვის დროს სამოქალაქო პირები არ დაღუპულან, რადგან დასახლება, ბომბის ჩამოგდების ადგილიდან 2 კილომეტრზე მეტით არის დაშორებული.