ცოტა ხნის წინ ინტერნეტსაიტმა „აიემდიბიქომმა“ ყველა დროის საუკეთესო ქალი მსახიობების ასეული გამოაქვეყნა. სიაში მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები მოხვდნენ.
მეათე პოზიცია 2 „ოსკარისა“ და სხვა მრავალი ჯილდოს მფლობელმა ჯეინ ფონდამ დაისაკუთრა. 81 წლის მსახიობი, მწერალი, პროდიუსერი, საზოგადო მოღვაწე და ფოტომოდელი, ასაკის მიუხედავად, ახლაც მშვენიერ ფორმაშია და აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს.
მეცხრე ადგილზეა სიუზან სარანდონი, რომელიც კინოინდუსტრიაში გასული საუკუნის 70-იან წლებში ჩაება, პირველი ოსკარი კი 25 წლის შემდეგ მიიღო. კინოკრიტიკოსების აზრით, სიუზანმა ყველაზე საინტერესო როლები ბოლო 15 წლის განმავლობაში შეასრულა.
მერვე ადგილზეა მეოცე საუკუნის შვედი კინოვარსკვლავი ინგრიდ ბერგმანი.
მეშვიდე პოზიცია ლეგენდარულ მარლენ დიტრიხს ხვდა წილად.
მეექვსე პოზიციის მფლობელი შერლი მაკლაინი გახდა, რომელიც ამჟამად 85 წლისაა, მაგრამ კინოდან წასვლაზე არც კი ფიქრობს.
მეხუთე ადგილზე ჯოდი ფოსტერი გავიდა. ჯოდის ფილმები და როლები ჟანრთა მრავალფეროვნებით გამოირჩევა, მოიცავს ტრილერებს, კრიმინალისტიკას, სასიყვარულო რომანს, კომედიას, საბავშვო ფილმებსა და მეცნიერულ ფანტასტიკას.
მეოთხე პოზიციაზეა წითური ლამაზმანი ჯულიანა მური. ბრიტანული წარმოშობის ჯულიანა ცნობილია ფილმებით „მაგნოლია“, „ადამიანის შვილები“, „დიდი ლებოვსკი“ და სხვა.
მესამემე პოზიცია წილად ქეით ბლანშეტს ხვდა. „ბეჭდების მბრძანებელის“ ვარსკვლავი მაყურებელმა პირველად ინგლისის დედოფალ ელისაბედის განსახიერების შემდეგ შეიყვარა.
კომედია, დრამა, ტრილერი, მელოდრამა… არ არსებობს ჟანრი სადაც მერილ სტრიპს ძალები არ მოუსინჯავს. საკუთარი კინოგმირით მაყურებლის მოხიბვლა მერილ სტრიპისთვის სირთულეს არ წარმოადგენს და სწორედ ამიტომ ის ყველა დროის საუკეთესო მსახიობ ქალთა ათეულში მეორე პოზიციას იკავებს.
და რაც შეეხება საპატიო პირველ ადგილს. ის მსოფლიო კინოს ლეგენდამ, ქალური სილამაზის სიმბოლოდ მიჩნეულმა ოდრი ჰეპბერნმა დაისაკუთრა.