“ყველა იმ ადამიანს, რომელიც გამომწვევად ამბობს, რომ არ დაემორჩილება კანონს, რა თქმა უნდა, პოლიცია კანონის ფარგლებში შესაბამის პასუხს გასცემს”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, სამართალდამცველებს არაერთხელ დაუმტკიცებიათ, რომ კანონის დარღვევას უპასუხონ ლეგიტიმურად და თან ისე, რომ იზრუნონ თითოეულ მოქალაქეზე.
„არაერთხელ დაუმტკიცებია ჩვენს პოლიციას, რომ შესწევს ძალა კანონის დარღვევას უპასუხოს ლეგიტიმურად და ისე, რომ თან გამოავლინოს საკმაოდ დიდი ზრუნვა თითოეულ მოქალაქეზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.