„დღევანდელი არჩევანი არის ძალიან მარტივი. არის ორი პოლიტიკური ძალა, იქითა მხარეს არის პოლიტიკური ძალა, რომლის თვისებები არის აგრესია, სიძულვილი სიცრუე და მეორე მხარეს არის ძალა, რომელმაც ეს ყველაფერი ჩააბარა წარსულს“,_აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
მან ხმა ვაკეში, 53-ე საარჩევნო უბანზე მისცა და ამომრჩევლებს ხმის მისაცემად წასვლისკენ მოუწოდა.
საარჩევნო უბნებზე „ქართული ოცნების“ კოორდინატორების მობილიზების შესახებ კი კობახიძემ განაცხადა, რომ ყველა კოორდინატორს აქვს უფლება თან ჰქონდეს სიები და ეს კანონდარღვევა არ არის. მან მათ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აგრესიული ფონი ხელოვნურად იქმნება და პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს ყველამ.