“ალბათ ყველას გახსოვთ, Facebook-ის გარიჟრაჟზე მსგავსი პოსტები “ამ პოსტის თითოეულ ლაიქზე 1$ გადარიცხავენ რაღაც ფონდში”. მაშინ მათი უმრავლესობა ტყუილი იყო. თუმცა ახლა საქმე სხვაგვარად არის. იმუნიზაციის მნიშვნელობა კარგად ესმით ბილ და მელინდა გეითსებს და გადაწყვიტეს, თემის ადვოკატირებისთვის თანხები გაიღონ”, _ აღნიშნულია UNICEF Georgia-ს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში.
განცხადების თანახმად, აპრილის თვეში ყველა საჯაროდ გამოქვეყნებული პოსტის მოწონებასა (like) და გაზიარებაში (share), რომელიც ჰეშთეგით #VaccinesWork იქნება დაწერილი, ბილ და მელინდა გეითსების ფონდი 1$-ს გადაურიცხავს გაეროს ბავშვთა ფონდს:
„ალბათ ყველას გახსოვთ, Facebook-ის გარიჟრაჟზე მსგავსი პოსტები “ამ პოსტის თითოეულ ლაიქზე 1$ გადარიცხავენ რაღაც ფონდში”. მაშინ მათი უმრავლესობა ტყუილი იყო. თუმცა ახლა საქმე სხვაგვარად არის:
იმუნიზაციის მნიშვნელობა კარგად ესმით ბილ და მელინდა გეითსებს და გადაწყვიტეს, თემის ადვოკატირებისთვის თანხები გაიღონ.
აპრილის თვეში ყველა საჯაროდ გამოქვეყნებული პოსტის მოწონებასა (like) და გაზიარებაში (share), რომელიც ჰეშთეგით #VaccinesWork იქნება დაწერილი, ბილ და მელინდა გეითსების ფონდი 1$-ს გადაურიცხავს გაეროს ბავშვთა ფონდს, რომ ყველა პატარამ მიიღოს მათი სიცოცხლის დასაცავად აუცილებელი ვაქცინა.
მოდით, ყველამ შევიტანოთ ჩვენი წვლილი. მოიწონეთ, გააზიარეთ პოსტი საჯაროდ და გამოიყენეთ ჰეშთეგი #VaccinesWork“ _ ნათქვამია მიმართვაში.