„სხვადასხვა პრობლემის და საკითხის მოგვარების ერთადერთი, უალტერნატივო გზა არის დიალოგი, იმედი მაქვს, რომ პირველ რიგში, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით დღეს როგორც მაცნობეს,“ – ასე გამოეხმაურა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს დასავლეთ საქართველოს მუფთი ადამ შანაძე.
“ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ. ძალიან კმაყოფილი დარჩნენ მლოცველები, ყველაფერი უმოკლეს ხანში დასტაბილურდება და ისევ ერთად, მეგობრულად, ძმურად განაგრძობენ ერთ სოფელში ცხოვრებას ერთი ერის წარმომადგენლები“, – აღნიშნა ადამ შანაძემ.