ორშაბათს ვისაუბრებ და ნათელს მოვფენ ყველაფერს, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი ეკა ბესელია „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას.
“რა სიმბოლურია, რომ ახლა ვიმყოფები ევროსასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ევროსაბჭოს საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც სტრასბურგის მოსამართლეთა შერჩევაზე უნდა ვიმსჯელოთ და საქართველოში ვერ ვთანხმდებით, რომ უნდა არსებობდეს გამართული სტანდარტები და კრიტერიუმები. რაც შეეება ამ განცხადებას, რაც გავრცელდა პარტიის თავმჯდომარის სახელით, ორშაბათს ვისაუბრებ და ნათელს მოვფენ ყველაფერს!!!
მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოება სიმართლეს გაიგებს და დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლის სიმართლეშიც დარწმუნდება“, – განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილის განცხადება გავრცელდა, სადაც ქართული ოცნების თავმჯდომარე იურიდიული კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს გუნდისა და გუნდურობის წინააღმდეგ წასვლაში ადანაშაულებს.