სასულიერო პირები ამ წუთებში ბუკნარის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას მიმართავს.
“ყველამ შევუწყოთ ხელი იმას, რომ გაგრძელდეს ურთიერთობა მეზობელ ძმებს შორის, როგორც აქამდე იყო. მიეცეთ მუსლიმი თემის წარმომადგენლებს ლოცვის საშუალება იქ, სადაც ლოცულობდნენ და მართლმადიდებელი მრევლის წარმოადგენლებმა ილოცონ იქ, სადაც ლოცულობდნენ, მათ შორის იყოს სიყვარული. აუცილებლად, დარწმუნებული ვარ, ეს კონფლიქტი დასრულდება”,- განაცხადა დეკანოზმა ბასილმა.