ვერძი
სიმბოლურად ბავშვურობასთან, ინფანტილურობასთან ასოცირდება. ვისაც ამ ადამიანებთან ჰქონია საქმე, დამეთანხმებიან ალბათ, რომ მათ ხასიათში უტაქტობასა და უხეშობასთან ერთად, გასაოცარი მიამიტობა და სიალალეა თავმოყრილი.
ვერძების დიდ ნაწილს საერთოდ არ ეხერხება ან ცუდად ეხერხება ტყუილის თქმა. ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი იგი იძულებულია, გარემოებებიდან გამომდინარე, მოიტყუოს კიდეც, აუცილებლად წამოსცდება მოკლე ხანში ნათქვამის “ორიგინალი ვერსია”.
იგი ეგოისტია, მაგრამ ამასთანავე, გულუხვი და საოცრად გულკეთილი, როცა საქმე დაჩაგრულების მფარველობასა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება. ასეთ სიტუაციაში ვერძის პოზიციას ვერანაირი ფინანსებით ვერავინ “იყიდის”.