ლომი
რა თქმა უნდა, ამ სიაში პირველ ადგილს ლომები იკავებენ. არავინაა უფრო ამაყი, ვიდრე ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანი. ისინი ამაყობენ საკუთარი თავით, თითოეული გადადგმული ნაბიჯით. ისინი საკუთარ თავსაც და სხვებსაც მაღალ სტანდარტებს უწესებენ და აქვთ მოლოდინი, რომ გარშემომყოფებმა, უკლებლივ ყველამ პატივი უნდა სცეთ. ლომი ვერ იტანს მას, ვინც აკრიტიკებს. თუ თქვენ ლომს საზოგადოების წინაშე დაამცირებთ და მის თავმოყვარეობას შელახავთ, ის აღარასოდეს შემოგხედავთ, სამუდამოდ დაკარგავთ.
თხის რქა
ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები რომ შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან ყველამ ვიცით და სწორედ შესრულებული საქმეებით ამაყობენ ისინი ყველაზე მეტად. მოსწონთ, როცა სხვები დახმარების თხოვნით მიმართავენ. თავად კი არავის სთხოვს დახმარებასა და რჩევას. თხის რქა მიიჩნევს, რომ ასე მისი თავმოყვარეობა ილახება.
ვერძი
რეიტინგში მესამე ადგილზე ვერძები არიან. ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ძლიერი და სიამაყით სავსენი არიან. მათ სჯერათ, რომ დიდი რისკის გაწევას დიდი წარმატება მოაქვს. ვერძს უყვარს აჩვენოს სხვებს, როგორ მიაღწია წარმატებას, რა ნაბიჯები გადადგა და ამაყობს საკუთარი მიღწევებით. როცა ვინმე მას ავტორიტეტს უჩვენებს, ამით ვერძის სიამაყე ილახება და არ უყვარს ასეთი ადამიანები.