ვერძი
თანდაყოლილი გამჭრიახობით გამოირჩევა.
პატარა ასაკშიც ახერხებს დაამარცხოს ეზოს “ყოჩები” და მონოპოლია აიღოს თანატოლებზე.
ამ ქალს ეადვილება და მოსწონს ლიდერობა, რაც ნებისმიერ მამრს ულახავს თავმოყვარეობას.
ქალი ვერძი საოცრად გამძლე, სიცოცხლისუნარიანი და გამჭრიახია. აქვს უნარი, ალღო აუღოს ნებისმიერი სირთულის საქმეს, თუნდაც ყველაზე “მამაკაცურს”. ერთადერთი ნაკლი მის ხასიათში არის ის, რომ იგი ზედმეტად გულუბრყვილო დამოკიდებულებით გამოირჩევა ადამიანების მიმართ.
ამიტომ როცა უსამართლობას წააწყდება და ბრაზობს, მრისხანება წამის მეასედში უბინდავს გონებას, რის გამოც მისი, როგორც ჭკვიანი ქალის იმიჯი შესაძლოა, თვალსა და ხელს შუა დაიმსხვრეს საზოგადოების თვალში.