ტყუპი
გაორებული ბუნების გამო, ამ ქარიზმატულ და კომუნიკაბელურ მამაკაცს არ უყვარს ერთ ობიექტზე დიდი ხნით შეჩერება.
არა აქვს მნიშვნელობა პარტნიორი რამდენად ტემპერამენტიანი და ვნებიანია სექსში, ტყუპი ჰაერის ნიშანია შესაბამისად, მისთვის ქალთა სიახლოვე სასიამოვნო მხოლოდ მაშინაა თუ ეს უკანასკნელი მის “დაბმას” არამარტო საწოლში, საკუთარი აზროვნებითაც ახერხებს.
ჭკვიანი, ლამაზი და ერთგული ქალები კი მოგეხსენებათ, ამქვეყნად დეფიციტია. ჰოდა, ჩვენი ტყუპიც გადადის პარტნიორიდან პარტნიორზე, საბოლოოდ კი უკვე ასაკში შესული ჭკვიანი და საინტერესო ქალის კომპანიას თანხმდება.
რა თქმა უნდა, პერიოდულად “გვერდზე გახედვის” პერსპექტივით.