საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად Domaine ჰქვია, ღვინოები მთელს მსოფლიოშია განთქმული და ძალზე ძვირიც ღირს.
La Tache -ს რობერტ პარკერმა საუკეთესო ბურგუნდიული უწოდა, ჰიუონ ჰუკმა კი კეთილსურნელების, დახვეწილობისა და ბალანსის განსახიერება.
ყურძენი, რომლისგანაც ამ ღვინოს წურავენ, სულ 6 ჰექტარზე მოდის და წელიწადში მხოლოდ 1 880 ყუთი ისხმება. ღვინო ხშირად ჩნდება ხოლმე სხვადასხვა აუქციონზე, სადაც ზოგჯერ 76 000 დოლარსაც კი იხდიან მასში (წელიწადს გააჩნია).
აღწერა: კენკრის ჩირის დახვეწილი სურნელი გამოარჩევს, ასევე ნუგასა და კარამელის ტონები. ღვინო საშუალოდ სხეულიანია, ხანგრძლივი ფინალით. პიკს 15-20 წლის შემდეგ აღწევს.