ვერძი
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებისთვის ე.წ. ბრმა მრისხანებაა დამახასიათებელი.
ამიტომ ვერძების დიდი ნაწილი ეჭვიანობითაც ერთობ “ბრმად” ეჭვიანობს. მისთვის სულ მცირე მიზეზიც კი საკმარისია საიმისოდ, რომ პარტნიორს ხელჩართული ომი გამოუცხადოს ორგულობისთვის.
თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ისიც აღვნიშნოთ, რომ შეყვარებული ვერძის “აგდება” საკმაოდ მარტივი საქმეა, თუნდაც დადგმული სპექტაკლის მეშვეობით.
ვერძები ეჭვიანობას ზედმეტად ემოციურად და დრამატულად გამოხატავენ. ამიტომ ხშირად ძნელია რაიმე აუხსნათ მათ, თუკი საბაბი იპოვეს საეჭვიანოდ.
საუკეთესო ვარიანტია, ნაკლებად იმართლოთ მის წინ თავი და დაელოდოთ, როდის გადაუვლის მხურვალე ემოციები (რაც, მერწმუნეთ, საკმაოდ მალე მოხდება) და მხოლოდ ამის შემდეგ სცადოთ მასთან ურთიერთობის დალაგება.