ვერძი – თუ მიზიდულობა ძალიან ძლიერია, ვერძმა, შესაძლოა, ვერ გაუძლოს ცდუნებას. ხანდახან კი ის მხოლოდ იმის გამოც ღალატობს, რომ შემდეგ იტრაბახოს. მაგრამ თუ ვერძს იქით უღალატეთ, იცოდეთ, ის ყველაზე სასტიკ შურისძიებაზეა წამსვლელი.
კურო – არ არის აზარტული ბუნებით. მას ჰაერივით სჭირდება საიმედო პარტნიორი, რომ შემდეგ თავად უღალატოს.
ტყუპი – საერთოდ არ შეუძლია ტყუილი და ღალატის დამალვა. სამწუხაროდ, ხშირად პარტნიორს მისივე ახლობელთან ღალატობს ხოლმე.
კირჩხიბი – თუ პარტნიორთან ურთიერთობა არ აეწყო, ის შვებას სხვაგან დაუწყებს ძებნას. თუ კირჩხიბი უნებლიეთ გიღალატებთ, შეეცადეთ, არ გაამწვავოთ სიტუაცია, უბრალოდ, აპატიეთ მას.
ლომი – ზედმეტად ამაყია იმისათვის, რომ ღალატი გაივლოს გულში. ლომი ხომ არ შეცდებოდა პარტნიორის არჩევისას? იმისათვის, რომ ლომი ღალატზე წავიდეს, ურთიერთობაში მართლაც სერიოზული პრობლემები უნდა არსებობდეს.
ქალწული – წვრილმანი ინტრიგები მისგან შორს არ არის, მაგრამ იშვიათად გადადის ეს ყველაფერი სერიოზულ გრძნობაში. გარდა ამისა, ქალწულები საკუთარ რეპუტაციას რისკის ქვეშ არ დააყენებენ და ერთგულები მხოლოდ ამ მიზეზითაც დარჩებიან.
სასწორი – ეს რომანტიკული, მომხიბვლელი არსებები საკმაოდ სუსტები არიან, მარტივად იხიბლებიან, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში შინ ბრუნდებიან. სასწორისთვის წარმოუდგენელია ოჯახის დანგრევა.
მორიელი – სერიოზულად უყურებს სიყვარულსა და ოჯახს. მას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია უღალატოს პარტნიორს, თუ საერთოდ არ უყვარს ის.
მშვილდოსანი – სხვებზე მარტივად ჰყვება ცდუნებას. თუ ღალატის საშუალება მიეცა, მშვილდოსანი აუცილებლად გამოიყენებს ამ შანსს. მას, უბრალოდ, არ შეუძლია გაუძლოს ცდუნებას. ასე რომ, მშვილდოსნის პარტნიორებო, გაითვალისწინეთ.
თხის რქა – თუ თხის რქა შეყვარებული არ არის, მაშინ მისგან განსაკუთრებულ ერთგულებას ნუ მოითხოვთ. მაგრამ თუ თხის რქას მეუღლე უყვარს, მის ერთგულებაში აბსოლუტურად დარწმუნებული იყავით.
მერწყული – ძალიან დამოუკიდებელი არსებაა; არ უყვარს, როცა მიუთითებენ, რა გააკეთოს და როგორ მოიქცეს. მისი განუმეორებლობა ერთგულების საკითხს ეჭვქვეშ აყენებს. გაითვალისწინეთ ეს.
თევზები – ვერ იტანს ღალატს. თუ მას პარტნიორის ერთგულებაში ეჭვი შეეპარა, არც იოცნებოთ მასთან ურთიერთობის შენარჩუნებაზე. თუ თევზი ღალატში გამოგიჭერთ, თქვენი ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთს დაემსგავსება. მეორე მხრივ, თავად თევზები თავს ძლივს იკავებენ, რომ არ აჰყვნენ ცდუნებას.