კურო
სულ მცირე ასაკიდანვე გამოავლენს გემრიელი სასუსნავის მიმართ განსაკუთრებულ მიდგომას.
ამასთან ერთად, სხვა შემთხვევაში მუდამ მშვიდი თქვენი პატარა შესაძლოა საკვების დაგვიანების გამო ჩაბჟირდეს.
კუროებს უყვართ ხორცეული, მარილიანი და ყუათიანი საკვები, ტკბილეულზეც არ ამბობენ უარს, თუმცა კანფეტებზე მეტად ნამცხვრებისკენ მიუწევთ გული.
ნაკლებად უყვართ ხილი და ჯანსაღი საკვები. ამიტომ მოგიწევთ, დიდ ასაკში მისი კულინარიული მიდრეკილებები აკონტროლოთ, თუ არ გინდათ, რომ სამომავლოდ თქვენს შვილს წონის პრობლემებმა შეახსენოს თავი.