მშვილდოსანი
მისი მთავარი ღირსება მხიარული ხასიათი, ამოუწურავი ოპტიმიზმი და იუმორის უსაზღვროდ დიდი ნიჭია. მამაკაცი მშვილდოსნები რომანტიკულები და იდეალისტები არიან.
ამიტომ ყველა ახალი შეყვარებული (მათი სათვალავი კი თავადაც ხშირად ერევათ) ახლებური, ნამდვილი და გულწრფელი გრძნობით უყვართ, სანამ ჰორიზონტზე, სხვა უფრო ძნელად მოსახელთებელი და იდეალთან მიახლოებული ქალბატონი არ გამოჩნდება.
მშვილდოსანი შესანიშნავი კომპანიონი, კარგი მეგობარი და შესანიშნავი მეგზურია ხეტიალისას. თუმცა, როგორც ქმარი, იგი ნაკლებსაიმედოა. ამიტომ ხშირად ინარჩუნებს “მარადმწვანე ბერბიჭას” სტატუსს ან ძალზე გვიან ქორწინდება ისეთ ქალზე, რომელიც მისთვის დამახასიათებელ თავისუფლების სიყვარულსა და დამოუკიდებლობის მოთხოვნილებას გაგებით ეკიდება.