ქორწილიდან რამდენიმე საათში ავსტრალიელმა წყვილმა განქორწინებაზე განცხადება შეიტანა.
საქმე ის გახლდათ, რომ სადღესასწაულო ბანკეტზე ნეფე იმ მომენტში დააფიქსირეს, როდესაც ის ოფიციანტ ქალთან სექსით იყო დაკავებული.
ყველაფერი ასე დაიწყო: 27 წლის სიძე დიდხანს დაყოვნდა სამზარეულოში და პატარძლის მამამ გადაწყვიტა მისთვის დაეძახა. განცვიფრდა, როდესაც დაინახა, რომ მთვრალი სიძე სექსით იყო ოფიციანტთან დაკავებული. იმ წუთასვე ყველა სტუმარი სახლში გაისტუმრეს და გულმოკლულმა პატარძალმა სასწრაფოდ დაწერა განქორწინების განცხადება. ყველაფერი დამთავრდა ისე, რომ არც კი დაწყებულა.