სასწორი
სილამაზისაკენ სწრაფვა – ეს სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალბატონების ერთ – ერთი სახასიათო თვისებაა, რომელიც თავს ბავშვობის ადრეული წლებიდან იჩენს. სასწორი ქალბატონი ყველა სიტუაციაში მშვენიერების განუყოფელ ნაწილსა და აღფრთოვანების ობიექტს თავად წარმოადგენს.
ლომი
ლომი ქალბატონი სახლიდან მოუწესრიგებელი არასდროს გავა. მისი ბუნებრივი სიამაყე არასდროს დაუშვებს, რომ ის მოუვლელ მდგომარეობაში ვინმემ ნახოს.
ტყუპები
ტყუპები ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ჩერდებიან. მათ სულ მოძრაობაში ყოფნა და სულ რაღაცის კეთება ხიბლავთ, ამიტომ ისინი სულ ტონუსში იმყოფებიან და თავიანთ სინორჩეს დიდი ხნის განმავლობაში სწორედ ამიტომაც ინარჩუნებენ.
ქალწული
ქალწულები ბუნებრივი სილამაზის ჭეშმარიტი დამფასებლები და ყველანაირი – სილამაზის „ინექციის“ წინააღმდეგები არიან. სწორედ თავიანთი ბუნებრივი ხიბლისა და ქარიზმის წყალობით, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალბატონები თავიანთ სილამაზეს დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებენ.
თხის რქა
თხის რქა ისეთი ქალბატონის ტიპს წარმოადგენს, რომელსაც ბავშვობაში ხშირად „მახინჯ იხვის ჭუჭულსაც“ კი უწოდებდნენ, თუმცა, ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალბატონები დროთა განმავლობაში საკუთარი გარეგნობის საოცარ გარდასახვას აღწევენ და ბავშვობის ზედმეტსახელს წლების მატებასთან ერთად საბოლოოდ ემშვიდობებიან.