ქალწული
ზოდიაქოს ამ ნიშნით ქვეყანას ყველაზე “იდეალური” არსებები ევლინებიან. ქალწული გამუდმებით დაეძებს ჰარმონიას და ყველაფერში შეაქვს კორექტირება, დაწყებული დღის წესრიგით, დამთავრებული პირადი ურთიერთობებით. მისთვის ძნელი ასატანია უზუსტობა, უპასუხისმგებლობა და ქაოსი, რაც, დამეთანხმებით, ადამიანების დიდ ნაწილს ახასიათებს.
ამიტომ ბევრი ქალწული არჩევს, პარტნიორის გარეშეც კი გაატაროს ცხოვრება და ამაში არაფერია ტრაგიკული ან სევდიანი. ქალწულს მოსწონს სიმშვიდე, წესრიგი და კომფორტი. არ უყვარს, როცა ვინმე ურღვევს მყუდროებას ან უხეშად ერევა მის საქმეებში ან აიძულებს შეცვალოს გრაფიკი.
ამ ადამიანებს დიდი სიყვარული ახასიათებთ ცხოველების მიმართ. შესაბამისად, მოწესრიგებული და სანდომიანი ბებია თქვენ მეზობლად ან ბაბუ მუდმივად გაქათქათებული ხალათის საყელოთი, რომელიც სუპერმარკეტში ყოველ დილით გხვდებათ, სახლში კატების დიდი “ოჯახის” პატრონია და აუცილებლად ზოდიაქოს ნიშნით ქალწული.