ედ შირანი ყველაზე მდიდარი ახალგაზრდა ბრიტანელია. ინფორმაციას Mirror ბრიტანული გამოცემა Heat-ის მიერ შედგენილი სიის მიხედვით ავრცელებს. მომღერლის ქონება 170 მილიონ ფუნტს შეადგენს.
მეორე ადგილზე მსახიობი დენიელ რედკლიფია, რომლის ქონება 90 მილიონი ფუნტია. ხოლო მესამეზე ჰარი სთაილზია 64 მილიონი ფუნტით. ასევე ხუთეულში ემა უოტსონი და ნაილ ჰორანი მოხვდნენ.
დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ახალგაზრდა ვარსკვლავების სიაში ცნობილი მუსიკოსები, კინომსახიობები, მოდელები და სატელევიზიო გადაცემების წამყვანები შედიან.