ვერძი
მამაკაცური პლანეტა მარსი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს, ვერძ ქალს აიძულებს, იყოს ლიდერი ყველგან, მათ შორის, პირად ურთიერთობებშიც, რაც ძლიერი სქესის ბევრი წარმომადგენლისთვის დამთრგუნველია.
ქალი ვერძი უზომოდ სექსუალური, ეფექტური და თამამია. იგი ხშირად თვითონ უხსნის ხოლმე კაცს სიყვარულს და არ ელოდება, როდის გადმოდგამს ნაბიჯს ეს უკანასკნელი მისკენ.
როგორც წესი, ასეთი ქალები მიდრეკილნი არიან პარტნიორის ცვლისკენ, იმიტომ, რომ მათ წარმოდგენას მამაკაცურობასა და ვაჟკაცურობაზე ძალიან ცოტა თუ აკმაყოფილებს.
ძლიერი სქესის წარმომადგენლები ძნელად ახერხებენ, ფეხი აუწყონ ქალი ვერძის ცეცხლოვან ტემპერამენტს. სამაგიეროდ, თუკი მაინც ახერხებენ ამას, ვერძისგან იდეალური ცოლი, კარგი დედა და ერთგული მეგობარი დგება.




































































