ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა ერთი საინტერესო კვლევის შედეგები ცნობილ ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალ Lancet.-ში გამოქვეყნეს.
ამერიკელი სპეციალისტების გამოთვლით უკრაინელი ქალები საშუალოდ 4, 2 ერთეულ ალკოჰოლს იღებენ დღე-ღამეში, ერთი ერთეული პირობითად 10 გრამ სპირტს უდრის. გამოდის, რომ სტატისტიკურად უკრაინელი ქალები დღეში სვამენ სამ ჭიქა არაყს, ოთხ ჭიქა ღვინის ან ორ კათხა ლუდს.
რაც შეეხება მამაკაცებს, აქ ლიდერობს რუმინეთი. ადგილობრივი მაცხოვრებლები საშუალოდ დღეში 8, 2 ერთეულ ალკოჰოლს მიირთმევენ.
ყველაზე ცოტა ალკოჰოლს მოიხმარს პაკისტანი, ბანგლადეში, ეგვიპტე და მაროკო.
მთლიანად ალკოჰოლის მოხმარებით კი ლიდერობს დანია. ამ ქვეყანაში მამაკაცების 97, 1% და ქალების 95, 3% მსმელია.
ალკოჰოლით გამოწვეული სიკვდილიანობის მხრივ ლიდერობს ლესოტო, აქ ყოველ 100 ათასი მაცხოვრებლიდან 145 ლოთობით კვდება, მეორე ადგილზეა რუსეთი – 118/100 ათასში, მეოთხეზე უკრაინაა, მეშვიდეზე ბელარუსი.
ყველაზე ნაკლები იღუპება ქუვეითში, ირანში და პალესტინაში – 0, 5/100 ათასზე.