ბრიტანელმა სომნოლოგმა იან უოლესმა 30 წლის განმავლობაში შეისწავლა 150 000-ზე მეტი სიზმარი სანამ განცხადებდა, რომ ღამის ზმანება არის არა მარტო ჩვენი ქვეცნობიერების მუშაობის პროცესი, არამედ სიგნალი იმისა, რომ ადამიანმა უნდა იმოქმედოს.ფაქტობრივად ეს არის გაუცნობიერებელი ვირტუალური დარტყმა მასპინძელისთვის და მიუთითებს კიდეც თუ რა სამუშაო უნდა შეასრულო, ან მიანიშნებს რომ, მაგალითად დროა დაფაროთ იპოთეკური სესხები.თუმცა ეს ეხება, მხოლოდ იმ სიზმრებს, რომლებიც ხშირად მეორდება.
ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოყვეს 5 ყველაზე ნახვადი სიზმარი, ანუ მოქმედება, რომელიც ყველაზე ხშირად ესიზმრება ადამიანს.
1.დევნა. 90% ადამიანებისა სიზმარში გაურბიან ხიფათს, ვიღაცას ან რაღაცას.თუმცა მათი უმეტესობა ცდილობს გაიქცეს, მაგრამ ადგილზე “ბუქსაობს”.
2.ფრენის შესაძლებლობა. ეს სიზმარი ბავშვებს უფრო ესიზმრებათ, ზრდასრულს უფრო იშვიათად.
“ეს იმიტომ, რომ ბავშვებს არავითარი პასუხისმგებლობა არ აკისრიათ, ხოლო ზრდასრულებს პრობლემები და პასუხისმგებლობა აწვებათ”-გვიმტკიცებს ბრიტანელი სომნოლოგი.
3.ჩამოვარდნა. დიდხანს მიძვრებით სადღაც ზემოთ(ან არ მიძვრებით) და უცებ ქვემოთ ვარდებით, მოფრინავთ და მოფრინავთ… სიზმარი ლიფტის ან თვითმფრინავის ჩამოვარდნით უფრო სტრესული მდგომარეობის ნიშანია, აცხადებს სომნოლოგი.
4.შიშველი ყველას დასანახად. ქალები მსგავს სიზმარს ორჯერ უფრო მეტჯერ ნახულობენ, ვიდრე მამაკაცები, -აცხადებს იან უოლესი.-სიშიშველე სიზმარში მიგვანიშნებს, რომ დროა მოვუსმინოთ შინაგან გრძნობებს.