იაპონური კომპანია “ტოპანი” დღემდე იმით იყო ცნობილი, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდ წიგნებს უშვებდა, რომლის წაღება მხოლოდ ორ ადამიანს შეეძლო.ახლახან კი კომპანიამ “უკუღმა” რეკორდი დაამყარა და მსოფლიოში ყველაზე პატარა წიგნი გამოუშვა – “ოთხი სეზონის ყვავილები” იაპონურ ენაზე.
კვადრატული წიგნის სიმაღლე და სიგანე 0,75 მმ-ია. მასში 22 გვერდია და იაპონიის ყველა ყვავილია წარმოდგენილი, მხოლოდ მონოქრომულად.
მინიწიგნის დამზადებას 8 თვე დასჭირდა.
მის წაკითხვას კი სპეციალური გამადიდებელი შუშა სჭირდება და ამჟამად ის ტოკიოს “ბეჭდვის მუზეუმშია” გამოფენილი.
დიდი ინტერესის გამო კომპანია სასაჩუქრო ეგზემპლარების გამოშვებას გეგმავს, რომელიც 300 დოლარი ეღირება.































































