ჩვენ მიერ დღეს შემოთავაზებული დიეტა სასარგებლო იმით არის, რომ, საკვების შეზღუდვის მიუხედავად, ორგანიზმი იღებს ყველა საჭირო ნივთიერებას და არ იფიტება.
დიეტის პრინციპი შემდეგში მდგომარეობს:
1) კვება მიმდინარეობს დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე;
2) კვებასა და კვებას შორის შუალედი – 2 საათი;
3) საკვების მიღება – დღეში 7-ჯერ;
4) საკვების სახეობა – დღეში მხოლოდ ერთი სახეობის პროდუქტი;
5) საკვების რაოდენობის სქემა – მატება-კლება.
დიეტა
პირველი დღე: ნებისმიერი ხილი (შეიძლება დღის განმავლობაში სხვადასხვა ხილი მიირთვათ);
მეორე დღე: რძის პროდუქტი (ხაჭო, უმარილო ყველი, მაწონი, კეფირი, იოგურტი, 1 ჭიქა რძე, ნადუღი);
მესამე დღე: ბოსტნეული (უმი ან ზეთში ჩაშუშული);
მეოთხე დღე: ბურღულეული (უცხიმო);
მეხუთე დღე: ფრინველის ან საქონლის ხორცი (მოხარშული);
მეექვსე დღე: თევზეული (მოხარშული) და ბოსტნეული (უმი და მოშუშული);
მეშვიდე დღე: ხილის და ბოსტნეულის წვენები (ახალგამოწურული).
დღის განმავლობაში შეგიძლიათ, დალიოთ 1-დან 2 ლიტრამდე სითხე (ჩვეულებრივი წყალი, გაზგასული მინერალური ან ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის წვენი).
თუ ყავის გარეშე ვერ ძლებთ, მიირთვით მხოლოდ 1 ფინჯანი (უშაქროდ), დილით.
რაც შეეხება საკვების რაოდენობის სქემას (მატება-კლებას):
პირველი დღე: დილის 8 საათზე, ვთქვათ, 1 ცალი პატარა ზომის ვაშლი, 10 საათზე რაოდენობა გააორმაგეთ (2 ცალი), 12-ზე – 3 ცალი, 14-ზე – 4 ცალი; კლება: 16 საათზე – 3 ცალი, 18-ზე – 2 ცალი და 20-ზე – 1 ცალი.
მეორე დღე: 8 საათზე დაიწყეთ 50 გრამი ხაჭოთი (ან რძის სხვა პროდუქტით) და პირველი დღის პრინციპით განაგრძობთ;
მესამე დღე: პირველი კვება დაიწყეთ 3 სადილის კოვზი დაჭრილი ბოსტნეულით;
მეოთხე დღე: პირველი კვება – 3 სადილის კოვზი რომელიმე ფაფა;
მეხუთე დღე: 1 ცალი მოზრდილი ქათამი ან 1 კილოგრამი საქონლის მჭლე ხორცი გადაანაწილეთ მთელ დღეზე მოცემული სქემით;
მეექვსე დღე: პირველი და ბოლო კვება – მხოლოდ ბოსტნეული (2 სადილის კოვზი); 1 კილოგრამი მოხარშული თევზი გადაანაწილეთ დანარჩენ საათებზე;
მეშვიდე დღე: 8 საათზე – ნახევარი ჩაის ჭიქა წვენი.
თუ ზუსტად დაიცავთ დღის რეჟიმს და კვების პრინციპს, კვირაში დაახლოებით 3-4 კილოგრამს დაიკლებთ, თავსაც მხნედ იგრძნობთ და დაგროვებულ კილოგრამებსაც სამუდამოდ დაკარგავთ.