რამდენიმე ხნის წინ ქალის თეთრეულის მწარმოებელმა კომპანია „ვიქტორიამ“ მსოფლიო შოუ-ბიზნესში მოღვაწე ყველაზე სექსუალური ადამიანების სია შეადგინა.
ყველაზე სექსუალურ მომღერლად ჯასტინ ტიმბერლეიკი დასახელდა.
ყველაზე სექსუალური მსახიობის წოდება ჯესიკა ალბამ დაიმსახურა.
ყველაზე სექსუალური მამის ტიტული ფეხბურთელ დევიდ ბექჰემს ერგო.
ამერიკელი მსახიობი მეტიუ მაკკონაჰი არაჩვეულებრივი სხეულის გამო ყველაზე საუკეთესო „ზღვის მამაკაცად“ აღიარეს.
ყველაზე სექსუალური დედის ტიტული მსახიობმა ჯენიფერ ჰადსონმა დაიმსახურა.
ყველაზე სექსუალური ფეხების ნომინაციაში კი, უკვე მერამდენედ, კამერონ დიასმა იმარჯვა.