კირჩხიბი და სასწორი
კირჩხიბის ემოციური და ეჭვიანი ბუნება ტრავმირებულია სასწორის სოციალურობით. კომუნიკაბელურობას, რომელიც ამ ნიშანს ზოგადად ახასიათებს, კირჩხიბი ხშირად აღიქვამს, როგორც ღალატის წინაპირობას.
მერწყული და თევზები
ამ წყვილში უმთავრესი პრობლემა მერწყულის ემოციური სიცივე და თევზების ეგოიზმია. წყლის ნიშნები გადამეტებულ ყურადღებასა და სითბოს ითხოვენ პარტნიორებისგან, მაშინ, როცა ცვალებად და მრავალმხრივი ინტერესების მქონე მერწყულს ნაკლებად შეუძლია მხოლოდ ერთ ადამიანზე კონცენტრირდეს.
მორიელი და მშვილდოსანი
დრამატული და უმეტეს შემთხვევაში, მტრული წყვილია. მორიელის ეჭვიანი ბუნება ვერასოდეს შეეგუება მშვილდოსნის თავქარიანობას და ზედმეტ ოპტიმიზმს. მორიელი ფრთხილი და წინდახედულია, მშვილდოსანი კი იშვიათად დარდობს და ფიქრობს ხვალინდელ დღეზე.