ვერძი
იშვიათად შეხვდებით ნაზ, დიპლომატიურ და დამთმობ ქალს ამ ნიშნის წარმომადგენლებში.
თუკი საქმე მაღალგანვითარებულ ინდივიდთან გვაქვს, მან შესაძლოა, გარკვეულ დონემდე თავი მაქსიმალურად შეიკავოს უხეშობისგან, როცა რამე მისთვის მისაღები სცენარით არ ვითარდება, მაგრამ ძირითად შემთხვევაში, ვერძები უტაქტო, უაპელაციო და ანჩხლი ქალების კატეგორიას განეკუთვნებიან.
ისინი მამაკაცსაც არ დაუდებენ ტოლს ჩხუბსა და ბილწსიტყვაობაში, თუკი წყობიდან საკმარისად გამოიყვანს ვინმე. ვერძს მხოლოდ თავისი სიმართლე გააჩნია და სჯერა ამის. ამიტომ გაბრაზებულს, აჯობებს, არასოდეს შეეკამათოთ, სულერთია, მაინც ვერაფერს შეასმენთ.